четверг, 15 октября 2009 г.

ოქროს ხანა


პროექტის სახელი:”ოქროს ხანა”
პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ უფრო მეტი ინფორმაცია თამარ მეფის ცხოვრებასა და მის მოღვაწეობაზე.
პროექტის ვრცელი აღწერა:ეს პროექტი მიზნად ისახავს, ბავშვებმა გაიგონ ჩვენი ქვეყნის წარსული,მე-12 მე-13 საუკუნეების მოკლე მიმოხილვა,თამარ მეფის ცხოვრება,მის ირგვლივ შეაგროვონ ლეგენდები , მისი მეფობის პერიოდის ბრძოლებზე,მოიძიონ ლექსები თამარ მეფეზე.
პროექტში მონაწილე ბავშვები პირველ ეტაპზე მოიძიებენ მასალებს ბიბლიოთეკისა და ისტ ტექნოლოგიების მეშვეობით.
მეორე ეტაპზე ჯგუფები ერთმანეთს წარუდგენენ მოძიებულ ნამუშევრებს და ინფორმაციას.
მესამე ეტაპზე ეწყობა მოძიებული მასალის პრეზენტაცია,ერთობლივად აწყობენ სურათების გამოფენას.
-მეოთხე ეტაპი შემაჯამებელი გაკვეთილი.
მოსწავლის ასაკი: მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა:4-5 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოიძიებენ ინტერნეტში და ბიბლიოთეკაში მასალებს,აიღებენ ინტერვიუებს,ექნებათ
გამოფენა,აქტივობა”ორმხრივ ჩანაწერთა დღიური”.
მოსალოდნელი შედეგები,რაც შეიძლება შეიქმნას:გამოფენები,პრეზენტაციები,ბლოგი,ჩანახატები.
სარგებელი სხვებისთვის: საჯარო სკოლის პედაგოგებს შეეძლებათ გამოიყენონ ეს პროექტი.
სამუშაო ენა:ქ ა რ თ უ ლ ი
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული,ხელოვნება,შრომა,მუსიკა,საინფორმაციო ტექნოლოგიები.
პროექტის შემდგენელი: ნ. ლორთქიფანიძე
პროექტის შემდგენელის ელ. ფოსტა: n.lortqipanidze55@gmail.com
პროექტის ფორუმი/დისკუსია:პროექტი ”ოქროს ხანა”